წელის ტკივილი და ბლოკადა თბილისში — როდის შეიძლება იყოს საჭირო?
წელის ტკივილს მრავალი მიზეზი აქვს. ბლოკადა ყველა პაციენტისთვის საჭირო არ არის და გადაწყვეტილებას დიაგნოზი განსაზღვრავს.
წელის ტკივილი და იშიაზი ერთი და იგივეა?
არა. ტკივილი შეიძლება იყოს მხოლოდ წელის არეში, ან ვრცელდებოდეს დუნდულასა და ფეხში, თან ახლდეს ჩხვლეტა ან დაბუჟება. ფეხისკენ გავრცელებული ტკივილისას ზოგჯერ საეჭვოა ნერვის ფესვის გაღიზიანება. კლინიკური გასინჯვა საჭიროა, რათა განვასხვაოთ ეს მდგომარეობები.
როდის ტარდება კვლევები?
ყველა პაციენტს MRI არ სჭირდება. გამოკვლევა განიხილება მაშინ, როდესაც არსებობს საგანგაშო სიმპტომები, დიაგნოზის გაურკვევლობა ან გამოსახულებითი კვლევის პასუხი გავლენას მოახდენს შემდგომ მკურნალობაზე. MRI-ის ცვლილებები ყოველთვის არ ხსნის ტკივილის მიზეზს.
რა არის წელის ბლოკადა?
სახელწოდება „ბლოკადა“ რამდენიმე სხვადასხვა ჩარევას აერთიანებს. ეპიდურული ინექცია გულისხმობს მედიკამენტის შეყვანას შესაბამის სივრცეში; ფასეტური ან სხვა სამიზნე ინექციები განსხვავებული პროცედურებია. კონკრეტული მიდგომა ექიმმა უნდა განსაზღვროს ტკივილის სავარაუდო წყაროს, გასინჯვისა და რისკების მიხედვით.
ვის შეიძლება დაეხმაროს ეპიდურული ინექცია?
NICE-ის გაიდლაინის მიხედვით, არასპეციფიკური წელის ტკივილის სამკურნალოდ ხერხემალში ინექციები რეკომენდებული არ არის. მწვავე და მძიმე იშიაზის დროს, როდესაც ტკივილი ფეხში ვრცელდება, ექიმმა შეიძლება განიხილოს ადგილობრივი ანესთეტიკისა და სტეროიდის ეპიდურული ინექცია. შვება შეიძლება დროებითი იყოს. თუ სიარულისას ფეხებში ტკივილს ან სიმძიმეს ხერხემლის ცენტრალური არხის შევიწროება იწვევს (ნეიროგენული კოჭლობა), ამ სიმპტომის სამკურნალოდ NICE ეპიდურულ ინექციას არ ურჩევს. NICE NG59, პუნქტები 1.3.1, 1.3.5 და 1.3.6
რა რისკებია?
მოსალოდნელია ადგილობრივი დისკომფორტი; იშვიათად შესაძლებელია ინფექცია, სისხლდენა, ალერგიული რეაქცია ან ნერვულ სტრუქტურებთან დაკავშირებული გართულება. სტეროიდმა ზოგჯერ შეიძლება დროებით გაზარდოს სისხლში გლუკოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის გამათხელებლების მიღებისა და ინფექციის არსებობის წინასწარ განხილვა.
როდის არის გადაუდებელი დახმარება საჭირო?
თუ წელის ან ფეხში გავრცელებულ ტკივილს ახლავს შარდვის დაწყების ახალი გაძნელება, შარდის ან განავლის კონტროლის დაკარგვა, შორისის დაბუჟება ან ფეხების სწრაფად მზარდი სისუსტე, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ძლიერი წელის ტკივილი სიცხესთან ერთად ასევე საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო შეფასებას. NHS — იშიაზის დროს გადაუდებელი ნიშნები
სამედიცინო წყარო
სამედიცინო მომსახურების შესახებ: sheliairakli.ge
პაციენტების ხშირი შეკითხვები
მოკლე პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე. ეს ინფორმაცია არ ცვლის ექიმის გასინჯვას.
წელის ტკივილი ფეხში გადადის — ეს თიაქარია?
ფეხში გავრცელებული ტკივილი შეიძლება ნერვის გაღიზიანებას უკავშირდებოდეს, თუმცა მიზეზი ყოველთვის დისკის თიაქარი არ არის. საჭიროა გასინჯვა.
წელის ბლოკადა როდის არის საჭირო?
ეპიდურული ინექცია შეიძლება განიხილებოდეს მწვავე და მძიმე იშიაზისას. არასპეციფიკური წელის ტკივილის სამკურნალოდ NICE ხერხემალში ინექციებს არ ურჩევს.
წელის ბლოკადა რამდენ ხანს მოქმედებს?
შედეგი ინდივიდუალურია, შეიძლება იყოს დროებითი, არასაკმარისი ან საერთოდ არ დადგეს. კონკრეტული ხანგრძლივობის გარანტია არ არსებობს.
MRI-ზე პროტრუზია ჩანს — ბლოკადა ან ოპერაცია აუცილებელია?
არა. გამოსახულებითი ცვლილებები ყოველთვის არ ხსნის ტკივილს. მკურნალობა სიმპტომებისა და კვლევის შედეგების შესაბამისობით განისაზღვრება.
როდის არის სასწრაფო დახმარება საჭირო?
შარდვის ან განავლის კონტროლის ახალი დარღვევა, შორისის მგრძნობელობის დაკარგვა ან ფეხების პროგრესირებადი სისუსტე გადაუდებელ შეფასებას მოითხოვს.
ოსტეოქონდროზის დროს ბლოკადა — ჩვენებები, შედეგები და რისკები
„ოსტეოქონდროზი“ ხშირად გამოიყენება ხერხემლის დისკებისა და სახსრების დეგენერაციული ცვლილებების აღსანიშნავად. მხოლოდ MRI-ზე ასეთი ჩანაწერი არ ნიშნავს, რომ პაციენტს აუცილებლად სჭირდება ბლოკადა.
ოსტეოქონდროზის დროს ბლოკადა — ჩვენებები, შედეგები და რისკები · ხერხემლის ოსტეოქონდროზი · წელის ბლოკადა · წელის ეპიდურული ბლოკადა · ტრიგერული წერტილების ინექცია · ტკივილის მართვა
დენივით ტკივილი წელიდან ფეხსა და კოჭამდე — იშიასი და ნერვის გაღიზიანება
ზოგი პაციენტი აღწერს: „ტკივილი კუდუსუნთან იწყება, დუნდულზე გადადის და კოჭამდე დენივით მირტყამს“. ასეთი შეგრძნება შეიძლება იყოს ნერვული წარმოშობის ტკივილი, განსაკუთრებით იშიასი ან წელის ნერვის ფესვის გ
წელი გამიკავდა სიმძიმის აწევისას — ვეღარ ვიშლები. რა ვქნა?
სიმძიმე აწიეთ და მოულოდნელად წელი „გაგეკავათ“? გიჭირთ გასწორება, წამოდგომა ან სიარული? ეს ხშირი ჩივილია და ყოველთვის დისკის თიაქარს ან „ნერვის ანთებას“ არ ნიშნავს. მიზეზის გასარკვევად მნიშვნ